„მადლობა თავისუფლებისათვის“- აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
13-04-2023
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში 9 აპრილს თემატური აქტივობა მიეძღვნა.

ღონისძიება - „მადლობა თავისუფლებისათვის“ ისტორიის მასწავლებლის - მაყვალა მეფორიას ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლე-მასწავლებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სიმბოლურად,  21 სანთელი აანთეს, რომლებიც მთელი ღონისძიების განმავლობაში ენთო.

აქტივობაში მე-9 და მე-5 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203