ნორიოს საჯარო სკოლის III კლასში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.
აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღიც. ამჯერად, საღამო III
ბ კლასში, დამრიგებელ ნანა ნიკოლაშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
იხილეთ ფოტოები: