საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ 9 აპრილის მემორიალთან პანაშვიდი აღავლინა
13-04-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე-მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

ისინი ტრადიციულად, საქართველოს პარლამენტთან, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს თავისუფლებისათვის თავგანწირული მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ კი სამშობლოსათვის მებრძოლი გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

„ამასთანავე მან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, აგრეთვე მემორიალთან მყოფ საზოგადოებას, გაიხსენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საინტერესო დღეები და 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც საქართველოს უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ დღეს ასევე გიმნაზიის მოსწავლემ - დავით ჩხაიძემ წაიკითხა თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი - „ქართველები შეარიგე მერაბ“.

„ეს ლექსი ყველაზე აქტუალურია დღეს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს სამშობლოს ერთიანობა, ღვთისა და მოყვასის სიყვარული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​აღნიშნული აქტივობის მიზანი 9 აპრილს დაღუპულ ადამიანთა სახელების უკვდავყოფა იყო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203