
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი სპეციალური მასწავლებლის - ლელა გორდაძის ხელმძღვანელობით, პროექტის „მუზეუმი და ინკლუზიური სწავლება“ ფარგლებში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ნამუშევრების გამოფენაში მონაწილეობდნენ.
გამოფენა, პროექტის - „მუზეუმი და ინკლუზიური სწავლება“ ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, ქუთაისის ამერიკული კუთხისა და N8 საჯარო სკოლის ორგანიზებით მოეწყო.
მოსწავლეებმა გამოფენაზე ნამუშევრები წარადგინეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.
მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: