ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
13-04-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აღნიშნავენ.

ამჯერად, მათ პედაგოგ მარინე ჩიქობავას ხელმძღვანელობით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გამართეს, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

„ვეფერებით ჩვენს ანბანს და გვახსენდება გალაკტიონის ნათქვამი სტრიქონები: „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი... ეს რა დაუტოვებიათ ჩვენს წინაპრებს, რა სიმდიდრე, რა ღვთაება“, -  ამბობს I კლასის ხელმძღვანელი მარინე ჩიქობავა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ორიგინალურად და განსხვავებულად ეზიარნენ ქართული ანბანის სიტკბოებას.

მათ შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

„მათ საკუთარი ხელებით, უდიდესი რუდუნებითა და სიფაქიზით მოამზადეს ქართული ანბანის ნაქარგ-ნაჩუქურთმები ასოები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203