ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
13-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. პირველი და მე-2 კლასის მოსწავლეებმა მშობლებს ეს თარიღი დიდი სიყვარულით მიულოცეს. 
 
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, საინტერესო აქტივობები გამართეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, მშობლები გაახარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინტერესო ღონისძიება სკოლაში ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203