
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლაში არაერთი შემეცნებითი და ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის აღსანიშნავია, π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება.
მოსწავლეებმა, მათემატიკის დღესასწაული თავიანთი მომზადებული ტკბილეულით აღნიშნეს.
ბავშვებმა ამ დღის ისტორიის შესახებ ისაუბრეს და მისი არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს.
ცნობისთვის, 2009 წელს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა, ეს დღესასწაული მთელ აშშ-ში აღნიშნეს. პირველად „პის“ დღე ლარი შოუმ შექმნა 1989 წელს და ის სან-ფრანცისკოში აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: