
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო კონკურსებში რთავენ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
„შიდასასკოლო ტური ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მონაწილე მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობითა და საზრიანობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
თამაშში ისინი მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: