კოკოტაურის საჯარო სკოლის მოსწვალეებისთვის საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა
13-04-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის მოსწვალეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში, გაიმართა. განიხილეს ძალიან საინტერესო საკითხები, მოსწავლეებმა კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათ პროექტში ჩართის სურვილიც გამოთქვეს. 

შეხვედრა ინტერაქციული და ძალიან ნაყოფიერი იყო.

აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა ამერიკული ფონდის, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED),  დაფინანსებული პროექტის, -„დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში”, - ფარგლებში . პროექტის ორგანიზატორია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”.

მანამდე, მსგავსი შეხვედრა დანდალოს N1 საჯარო სკოლაში მოეწყო. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ონლაინ ტრეინინგი ჩაატარეს თემაზე - „ადამიანის უფლებები”.

„დანდალოს N1 საჯარო სკოლა წარმოადგენს აღნიშნული პროექტის პარტნიორ სკოლას, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203