ბუკნარის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო
13-04-2023

ალექსი ბერაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ისინი სლოგანის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გარშემო გაერთიანდნენ და აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში განხორციელებულ საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ.

აქტივობებებს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი - გვანცა ვასაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დაუნის სინდრომის შესახებ ანიმაციური ფილმი ნახეს. ასევე ნახატები, პოსტერები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

შემოქმედებით აქტივობებში დაწყებითი კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე 2012 წლიდან აღინიშნება.დაუნის სინდრომი — ყველაზე გავრცელებული ქრომოსომულ-გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203