
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი სოხაძე განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია.
დირექტორი, არამარტო თავისი საქმის პროფესიონალია, არამედ შემოქმედებითი უნარებითა და წერის ნიჭით არის დაჯილდოებული.
ხელმძღვანელი ლექსებსა და მხატვრულ ნაწარმოებებს წერს.
აღსანიშნავია, რომ 28 მარტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „ათინათის“, პრეზენტაცია მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალში, დირექტორის შემოქმედებიდან საუკეთესო ლექსები და მოთხრობა - „ჩხირკედელა“, დაიბეჭდა.
სკოლის დირექორი მადლობის წერილს ავრცელებს და ყველა თანაავტორს წარმატებას უსურვებს.
„უღრმესი მადლობა ჯუმბერ ლეჟავას სახელობის სამეცნიერო და მრავალპროფილიანი აკადემიის პრეზიდენტს და ჟურნალ „ათინათის“, მთავარ რედაქტორს ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს და სარედაქციო კოლეგიას. წარმატებები ყველა თანაავტორს. უფლის წყალობა არ მოგვკლებოდეს. მშვიდობა დაამკვიდროს უფალმა საქართველოში და მთელს მსოფლიოში...“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: