ყვარლის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
13-04-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები განვითარებისა და სწავლების პროცესში სიახლის შეტანისკენ არიან მიმართულნი.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მასწავლებლებმა სასწავლო პროექტის ფარგლებში FinEdu-ს დესპანები მიიწვიეს.

შეხვედრაში, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს, მონეტების, ფულის დაზოგვის და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს მრავალფეროვანი რესურსი გადაეცათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი გრძელდება და სკოლაში, კიდევ მრავალი საინტერესო შეხვედრა მოეწყობა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203