
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედანის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომლის ფაგრლებში ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში - „ოი, ენავ, თავად ღმერთო“ V-X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ლამარა ბორცვაძე და მზია მანჯიკაშვილი.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მათ ასევე სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები, რომლები დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმმა საინტერესოდ ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: