„მეგობრული შეხვედრა“ - ოკამის N1 სკოლის მე-6 და მე-7 კლასებს შორის ინგლისურ ენაში საინტერესო აქტივობა მოეწყო
13-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა.

მე-6 და მე-7 კლასებს შორის ინგლისურ ენაში „მეგობრული შეხვედრა“ ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

შეხვედრის მიზანი იყო: მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მათი მაქსიმალური ჩართულობა, ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება, სხარტი აზროვნების წარმოჩენა და ტრანსფერი რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ასევე, მოსმენითი, წერის, საუბრის, კითხვის უნარის განვითარება.

თითოეული ჯგუფის მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები ინგლისურ ენაზე, მოისმინეს და შეასრულეს ტესტური დავალებები, გამოიცნეს გამოცანები. შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები, რომლებიც ჟიურის წევრები იყვნენ. ისინი მოსწავლეების აქტივობასა და რესურსებს შესაბამისი ქულებით, ობიექტირად, აფასებდნენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203