თეჯისის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
13-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს და საინტერესო ნომერი შეასრულეს. ისინი აქტივობაში უდიდესი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოალში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203