
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივოებსა და პროექტებს მართავენ.
ამჯერად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებლის - მანუშაკ კურეღიანის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია თემაზე - „Fast Food“ ჩაატარეს.
პრეზენტაცია ინგლისურენოვანი იყო, სადაც მოსწავლეებმა ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.
კლასში საინტრესო აქტივობები განხორციელდა - მათ სხვადასხვა კერძი მოამზადეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აქტივობაში ისინი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: