მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, აქტივობები გაიმართა.
VI და VIII კლასში ქართული ენის კვირეული ჩატარდა. VI კლასის მოსწავლეებმა ქართული ასოები გააფორმეს, ილუსტრაციები შეუსაბამეს და საკლასო ოთახის ერთი კედელი დაამშვენეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი და ნახატები მოამზადეს. მოეწყო პოეზიის ხუთი წუთიც. VIII კლასის მოსწავლეებმა კი იმუშავეს თემაზე - „ჩვენი ენა ქართული“.
ასევე, მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ - ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს