ხერთვისის საჯარო სკოლაში დედაენის დღესა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საინტერესო თემატური აქტივობები მიეძღვნა
13-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლაში საწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი თარიღებიც აღინიშნება. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც მოახლოებული დედაენის დღე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოფილა. მოსწავლეებმა ამ დღეების მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს