
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის კონკურსები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში სასწავლო ვიქტორია - „სწავლა ცოდნის მდინარეა, სინათლისკენ მიმავალი“ ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი.
აღნიშნულ ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა შესანიშნავად გამოავლინეს.
აქტივობაში წარმატებული მონაწილეობისთვის ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობისთვის მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: