ღადოლარის საჯარო სკოლის მე-3 კლასში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღიც.
ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება მე-3 კლასში გაიმართა. მას ქართული ენის მასწავლებელი გოარ ჰამბარცუმიანი უძღვებოდა. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
იხილეთ ფოტოები: