
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა მემორანდუმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
მოსწავლეები ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ უნივერსიტეტში თემატური პლაკატები შექმნეს და კედლის გაზეთი დაამზადეს.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები: