თბილისის N31 სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობლის როლისა და ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
13-04-2023

თბილისის N31 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციის - „მშობლები განათლებისთვის“ (P4E) წარმომადგენლებს შეხვდა. 

აღნიშნული ორნანიზაცია სასკოლო განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობის პროექტს ახორციელებს. მის ფარგლებში შერჩეული 13 სკოლიდან კი ერთ-ერთი სწორედ თბილისის N31 საჯარო სკოლაა.

შეხვედრა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - სოფიკო ჯანაშიამ გახსნა, რომელმაც სასკოლო ცხოვრებაში მშობლის როლზე ისაუბრა.

არასამთავრობო ორგანიზაციის გუნდს თბილისის N31 საჯარო სკოლის მშობლები, 4 შვილის დედა ხატია მიმინოშვილი და 7 შვილის დედა ნანა ცქიტიშვილი შემოუერთდნენ.

პროექტში ჩართულმა მშობელმა - ხატია მიმინოშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, თუ რატომ ჩაერთო ამ პროექტში, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისათვის“ აღმსრულებელმა დირექტორმა - მეგი კავთუაშვილმა ისაუბრა სკოლისა და მშობლის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია, რომელსაც შეხვედრის შეჯამება და სამომავლო გეგმების დაანონსება მოჰყვა, როგორიცაა აპრილსა და მაისის თვეში შეხვედრების ორგანიზება და ტრენინგების ჩატარება მშობლების, პედაგოგების და უფროსკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით.

ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

პროექტი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203