ყაურმის საჯარო სკოლაში სააღდგომო სუვენირების გამოფენა-კონკურსი გაიმართა
13-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისად აღნიშნავენ. რასაკვირველია, მათი ყურადღების მიღმა არც აღდგომის დღესასწაული დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით კი, მოსწავლეთა სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა. 

მათ სუვენირები ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრები, მართლაც რომ, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო, რამაც ყველას მოწონება დაიმსახურა. გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებულიც. 

ისინი აქტივობაში, ხელოვნების მასწავლებლის ნორა მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203