ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ. გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები მოამზადეს, ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
იხილეთ ფოტოები: