იანეულის საჯარო სკოლაში სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
13-04-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისად აღნიშნავენ. რასაკვირველია, მათუ ყურადღების მიღმა არც აღდგომის დღესასწაულის მოახლოება დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით კი, სააღდგომო ნახატების გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, მოწონება დაიმსახურეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ისინი აქტივობაში ნონა ურუშაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203