დიდაჭარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
13-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მე-4 კლასში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საკლასო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და თემატური მინი ბროშურა დაამზადეს, ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203