
თბილისის N190 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ლიკა რამაზაშვილი, რომელიც სპორტულ ღონისძიებებზე საკუთარ შესაძლებლობებს შესანიშნავად წარმოაჩენს.
ლიკა IIა კლასის მოსწავლეა, რომელმაც მცირე ასაკშივე, არაერთი სპორტული წარმატება მოიპოვა.
მოსწავლე მხატვრული ტანვარჯიშის მარათონში მონაწილებდა, სადაც A კატეგორიაში რგოლითა და ბურთით იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ ლიკამ ასევე ტანვარჯიშის ჩემპიონატში - Keti Cup 2023-ში, პირველი ადგილი მოიპოვა.
სკოლაში, ამაყობენ ლიკას მიღწევებით და მრავალ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: