
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის პროექტსა თუ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი კონკურსში - „ადგილობრივი ტურიზმის განვითარება - საქართველო ჩემი სამშობლოა“ მონაწილეობდნენ.
მათ კონკურსის მე-2 ტური წარმატებით გაიარეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მოსწავლეები კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მათ წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: