
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები იმართება.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი, პედაგოგ ელენა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, მე-10 კლასში ჩატარდა. მას მაღალი კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. გაკვეთილის თემა, რომელიც პრეზენტაციის სახით ჩატარდა, „მავნე ჩვევები“ იყო.
მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა მათ, აქტიურობისა და საინტერესო გაკვეთილისთვის, მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები: