კარაპეტის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლიკა ზოიძე საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრო
13-04-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შედეგზე ორიენტირებული და აქტიური მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი მოსწვალე ლიკა ზოიძეა, რომელიც შუახევის მერიის სააქტო დარბაზში გამართულ „მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბის“ ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო. 
 
აღნიშნული კლუბი, რესურსცენტრის ინიციატივით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს შეიქმნა. მის ფარგლებში, მოსწავლეები, ერთი წლის განმავლობაში, სამი ფასილიტატორი მასწავლებლის - ლია ქამადაძის, მალვინა ზოიძის და მზია გოგაძის ხელმძღვანელობით სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებდნენ.

შემაჯამებელ შეხვედრას რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე უძღვებოდა. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, პედაგოგთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ლევან ნატარიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე და სხვა ხელმღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მოსწავლეებს მიესალმნენ და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

დასასრულს, კლუბის წევრები სერტიფიკატებით, ხოლო მათი მასწავლებლები მადლობის ბარათებით დაჯილდოვდნენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203