„დღე გლოვისა, მაგრამ დღე გამარჯვებისა“- აკეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა
13-04-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები გაიმართა. 

მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ღონისძიება - „დღე გლოვისა, მაგრამ დღე გამარჯვებისა“, გამართეს. მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის სისხლიანი დილა, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ტკივილიანი გზა და ამ უდიდეს მონაპოვარს შეწირული მშვდობიანი მომიტინგეები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 



 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203