„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“- ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
13-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, 9 აპრილისადმი მიძღვნილი თემატური შეხვედრა - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“, „მადლობა თავისუფლებისთვის“, განხორციელდა.

მას სამოქალაქო კლუბის და თვითმმართველობის ყველა წევრი, მე-7 - მე-10 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა თემატური პოსტერები, ნახატები შექმნეს, მოიძიეს ინფორმაცია და ელექტრონული პრეზრენტაცია წარადგინეს, გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმი ნახეს. მათ ჩვენების შემდეგ, გამართეს დისკუსია, გამოთქვეს მოსაზრებები, დასვეს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრის დასასრულს, ისტორიის მასწავლებელმა ირმა რიონიძემ 9 აპრილის ტრაგედიისა და თავისუფლების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დღეს, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისათვის ბრძოლის მთავარი იარაღი განათლება, განსაკუთრებით კი, ისტორიის ცოდნაა.

სამოქალაქო კლუბ „სხივის“ კურატორი თამილა რიონიძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც, მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობას მართავენ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203