ხორხელის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება მოეწყო
13-04-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორხელის საჯარო სკოლაში, დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, ქართველი ერის იდენტობისთვის, ამ დღის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

ბავშვებმა გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ თარიღს სახელმწიფოს ისტორიაში.

მოზარდებმა, საინტერესო და მრავალფეროვანი პლაკატები მოამზადეს და საკლასო ოთახში განათავსეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კლასის დამრიგებლების ორგანიზატორობით მოეწყო და მასში, სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203