
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში გრძელდება პროექტის - „სკოლა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას!“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
სწორედ ამიტომ, სკოლის ტერიტორიის დასუფთავებასა და გამწვანებაზე ზრუნვის მიზნით, მოსწავლეებმა, 21 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით ეკოლოგიური აქტივობა გამართეს.
მოსწავლეებმა და სასკოლო საზოგადოების წევრებმა, სკოლის ეზო დაასუფთავეს და მარადმწვანე ხეები დარგეს.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა ჩინჩალაძე აღნიშნავს, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ეზოში რეკრეაციული ზონის მოწყობა და ყვავილების დარგვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი აქტუალურია იმით, რომ სასკოლო საზოგადოებას აუმაღლდება გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერება და სოციალური პასუხისმგებლობა.
„მადლობა პროექტის თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისთვის!“ - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: