
თბილისის N119 საჯარო სკოლაში, შემეცნებითი ხასიათის პროექტი - „ჯანმრთელობის საერთაშორისო დღიდან დედამიწის დღემდე“, ხორციელდება.
მიმდინარე პროექტში მე-5ბ და მე-6ბ კლასის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ.
12 აპრილს, ბუნების მასწავლებელმა, ხათუნა კოჭლამაზაშვილმა ბავშვებთან სკოლის ექიმი ელისო მისაბიშვილი მიიწვია.
სტუმარს, მოსწავლეებმა ბუკლეტებისა და პოსტერების სახით ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შესახებ მომზადებული ნამუშევრები წარუდგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის ბოლოს ექიმმა ბავშვებს ჩაუტარა მინილექცია, ხოლო ბუნების პედაგოგმა დასკვნის სახით შეაჯამა ეს აქტივობა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
იხილეთ ფოტოები: