„წიგნია სიბრძნე ჩვენი სამყაროსი“ - ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის მორიგი შეხვედრა გაიმართა
13-04-2023

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას. სწორედ, ამიტომ მათი მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასში პროექტის მე-6 სესია თემაზე - „წიგნია სიბრძნე ჩვენი სამყაროსი“ ჩატარდა.

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში საინტერესო ნაწარმოებებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

აღნიშნულ პროექტში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203