
ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში, დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პირველი კლასის დამრიგებელი – თეა დევიძე ხელმძღვანელობდა.
პირველკლასელებმა, დამსწრე საზოგადოებასთან, დედაენის მნიშვნელობაზე უდიდესი სიყვარულითა და მოწიწებით ისაუბრეს და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლამაზ ფორმებში გამოწყობილი პირველკლასელები გაცისკროვნებული თვალებითა და ბედნიერი სახეებით გამოდიოდნენ სცენაზე.
ერთმანეთს ცვლიდა სასცენო ნომრები, ლექსი, სიმღერა, ცეკვა, პერფომანსი და ა.შ
აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანმა რეპერტუარმა და გაფორმებამ, რომელიც მშობელთა ჩართულობით სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მომზადდა, აღფრთოვანებაში მოიყვანა მსმენელი.
იხილეთ ფოტოები: