აქუცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციები შექმნეს
13-04-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლაში სააღდგომო სამზადისია.

მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს. ბავშვებმა აღდგომის სიმბოლოები - პასკა, წითელი კვერცხი და ჯეჯილი, ხელოვნურად, ფერადი ფანქრებითა და ფურცლებით შექმნეს.

სასწავლო გარემო კი, თავიანთი ნამუშევრებით გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებით აქტივობასთან ერთად, მოსწავლეებმა, სააღდგომო ტრადიციებსა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბავშვები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელოვნების მასწავლებელი სოფიო გორგილაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203