ალათუმანის საჯარო სკოლაში წინასააღდგომოდ ღონისძიება გაიმართა
13-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციებზე ისაუბრეს და დეკორაციები დაამზადეს. სკოლაში წინასააღდგომოდ ღონისძიება გაიმართა.

პედაგოგებმა მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობისა და სააღდგომო რიტუალების შესახებ საინტრესო ინფორმაციები გააცნეს.

„ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ტრადიციების შესახებ, რომლებიც სააღდგომო ზეიმისთვის მნიშვნელოვანია - თუ რატომ ღებავენ კვერცხებს, რატომ მიდიან აღდგომის მეორე დღეს საფლავზე. მათ ასევე სიხარულით, თავისი პაწაწინა ხელებით, დაამზადეს სხვადასხვა საჭირო ატრიბუტი“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე შეღებეს სააღდგომო კვერცხები, გაშალეს სუფრა, წარმოთქვეს ლექსები და დღესასწაული ასე იზეიმეს.

აღნიშნული დღე დასამახსოვრებელი იყო მათთვის.

აღსანიშნავია, რომ წელს, სომხურმა გრიგორიანულმა ეკლესიამ აღდგომა 9 აპრილს აღნიშნა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203