„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად“- გეჯეთის საჯარო სკოლის მე-2 და მე-4 კლასებში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
13-04-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ.

აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღიც. ამჯერად, ღონისძიება - „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად“, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მე-2 და მე-4 კლასებში გაიმართა. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს. 
ღონისძიების ხელმძღვანელები მ. სიხარულიძე და ჟანა მირცხულავა იყვნენ, მუსიკის მასწავლებელი კი ქ. ფულარიაა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203