ქუთაისის N16 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს
13-04-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები გაიმართა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნინო წივწივაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს, მათ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების შესახებ ისაუბრეს. მეთერთმეტეკლასელებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიების შემდეგ კი, სკოლის დირექტორმა მერაბ ნუცუბიძემ მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ქრონიკები გააცნო.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს