მაღლაკის N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს სპორტის მასწავლებელი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა
13-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, არაერთი თემატური აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებს სპორტის მასწავლებელი იოსებ ფხაკაძე ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.

მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას. ფიზიკური აქტივობა ადამიანს ეხმარება ისეთი დაავადებების თავიდან აცილებაში, როგორიცაა: სიმსუქნე, დიაბეტი, სიმსივნე, მაღალი არტერიული წნევა, ის ზოგად ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ახალგზრდები, რომლებიც ჩართული არიან სპორტულ აქტივობებში, არიან უფრო ჯანმრთელები, უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ, ისინი მეტად გახსნილები და აქტიურები არიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203