ყარაჯალის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა
13-04-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად კი, განსაკუთრებული მონდომებით, ქართული ენის კვირეული მიმდინარეობს. სკოლაში სადღესასწაულო გარემო 10 აპრილიდან შეიქმნა.
საკლასო ოთახები, დერეფნები მოსწავლეთა ხელნაკეთობებითაა მორთული, მათ, მასწავლებლების თანადგომით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს. გაიმართა კონფერენცია, თოჯინების სპექტაკლი. გაცოცხლებული პერსონაჟები მნახველს კარგ განწობას უქმნიდა.
აქტივობებში მოსწავლეები ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს