
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ.
სკოლაში ასევე წარმატებით ფუნქციონირებს მეწარმე მოსწავლეთა კლუბი - „handmaders“, რომლის ორგანიზატორი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - მაკა ბიჩინაშვილია.
კლუბის წევრები სკოლაში სხვადასხვა სახის ნამუშევრებს დიდი მონდომებით ქმნიან.
ამჯერად, კლუბის წევრები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან.
მათ აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სააღდგომო სუვენირები დაამზადეს, რომელთა გამოფენა-გაყიდვა შემდგომ სკოლაში მოეწყო.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: