შთამბეჭდავი კულტურული ღონისძიება გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში
13-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება, რომლის თემაც იყო - „პური“, მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობების ორგანიზატორი გაიანე კიურეგიანი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებისთვის გარემო სპეციალურად, შთამბეჭდავად მოირთო, მოსწავლეთა ჩაცმულობაზე კი ნინოწმინდის კულტურის ცენტრმა იზრუნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

„ღონისძიების მიზანია შეეხოს პურ-ლავაშს, პურ֊რიტუალს, პურ֊სიცოცხლის წყაროს, პურ-ნაწარმოებს და ამ ყველაფრის მნიშვნელობას სომეხის ცხოვრებაში, სომხური ხელოვნების ისტორიაში - ფოლკლორისა და ისტორიული თემების მეშვეობით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203