„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის II-IV კლასის მოსწავლეთა გზავნილი და საგანმანათლებლო აქტივობები
13-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

სკოლაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც. გამონაკლისი არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. II-IV კლასის მოსწავლეებმა ისტ-ის გაკვეთილზე მთავარი გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, გააჟღერეს.

მათ საინტერესო აქტივობები შეასრულეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.
 
„შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ერთნი ვართ, ისინი ხომ მზის შვილები არიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203