წითელსოფლის საჯარო სკოლაში მავნე ჩვევების დამღუპველი შედეგების შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა
13-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, სხვადასხა პროექტი და აქტივობა ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო აქტივობა თემაზე - „ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები“ ჩატარდა.
მოსწავლეები მავნე ჩვევების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ. მათ ასევე თემატური პლაკატები დაამზადეს და ნახატები შექმნეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.