
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლაში ტყის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თამილა ბაზანდარაშვილის ხელშეწყობით, სკოლაში არსებული სკვერის გამწვანებაზე იზრუნეს და მარადმწვანე მცენარეები დარგეს.
„გარემოზე ზრუნვა ჩვენი ვალია!“- ასეთი გახლდათ მოსწავლეთა გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, ბავშვები დიდი სიამოვნებითა და სიხარულით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: