წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს
13-04-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესოდ აღნიშნავენ. შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი მოახლოებული დღესასწაულები როგორიცაა დედა ენის დღე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. 

I კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ მარი მოლაშვილთან და მუსიკის პედაგოგ ინგა გორგაძესთან ერთად წინასააღდგომოდ მრავალფეროვანი აქტივობები მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა სააღდგომო კალათები დაამზადეს, გამოჭრეს და გააფერადეს კვერცხის ფორმები, კურდღლის ფიგურები და საკლასო სივრცეში გამოფინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მუსიკის პედაგოგმა, 1-ელი-მე-4 კლასის მოსწავლეებს სააღდგომო სიმღერა შეასწავლა, რომელიც სკოლის გამწვანებულ ეზოში წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით „დედა ენის“, სიმღერა შეისწავლეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე  წარადგინეს, რამაც აუდიტორიის აღფრთოვანება გამოიწვია.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203