შაუმიანის N3 სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
13-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. უფროსი კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „საქართველოს კუთხეები და სამზარეულო“, წარადგინეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებს გაეცნო, მოსწავლეებმა წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები და რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარადგინეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203